თამბაქოს მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ძირითადად უარყოფითი გავლენა აქვს და თამბაქოს ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესწავლას დიდი ისტორია აქვს. კვლევები ძირითადად სიგარეტის თამბაქოზე იყო ორიენტირებული.
თამბაქოს შეიცავს 70-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც კიბოს გამომწვევია. თამბაქო ასევე შეიცავს ნიკოტინს — ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. თამბაქოს მოწევისას ნიკოტინი იწვევს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში გაყიდულ სიგარეტებს ხშირად უფრო მაღალი კუპრის შემცველობა აქვთ და ნაკლებად არის ფილტრირებული, რაც ამ რეგიონებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებისადმი მოწყვლადობას პოტენციურად ზრდის.
No comments:
Post a Comment